სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა, 13 უგზო-უკვლოდ დაიკარგა – რომელ ქვეყნებს დაატყდა საშინელი სტიქია
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის “შედეგად სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება. 13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვიეტნამამდე ტაიფუნი ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს. ტაიფუნმა მეწყრები და წყალდიდობები გამოიწვია, დაიტბორა საავტომობილო გზები, ქარმა ათასობით ხე წააქცია. ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები დაანგრია. ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.