რამდენიმე კვირის წინ დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედრის აღმოჩენის შემდეგ, თურქეთში 24 პირი დააკავეს. შემთხვევა დიარბაკირის რეგიონში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები ბავშვის მშობლები, და-ძმა და ოჯახის წევრები არიან.
მათივე ცნობით, 8 წლის გოგონა 21 აგვისტოს გაუჩინარდა, ის სამეცადინოდ იყო წასული, რის შემდეგაც სახლში არ დაბრუნებულა.
რეგიონის გუბერნატორის განმარტებით, გოგონას ცხედარი მდინარის პირას იპოვეს, ის ტომარაში იყო გახვეული, რომელიც ფოთლებითა და ხის ტოტებით იყო დაფარული.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.