ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის “შედეგად სულ მცირე 64 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
13 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვიეტნამამდე ტაიფუნი ჩინეთსა და ფილიპინებს დაატყდა თავს.
ტაიფუნმა მეწყრები და წყალდიდობები გამოიწვია, დაიტბორა საავტომობილო გზები, ქარმა ათასობით ხე წააქცია. ადიდებულმა მდინარეებმა ხიდები დაანგრია.
ასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.