“5 თვის ნაყოფი დაიღუპა. დედა კი…” – საზარელი დეტალები ორსულ ქალზე რომელსაც გუშინ მარტვილში მანქანა დაეჯახა

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა, როგორც ახლობლები აცხადებენ, კრიტიკულად მძიმედ რჩება.

მათივე ინფორმაციით, 5 თვის ნაყოფი დაიღუპა, ხოლო მედიკოსები ქალის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.