ვიდეო: ავტობანზე ერთმანეთს ქორწილის 5 ავტომობილი შეეჯახა – მიზეზი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გახდა (დეტალები)

ავტობანზე, თერჯოლასთან ქორწილის ესკორტის 5 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.  როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შეჯახების მიზეზი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი გახდა.

საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.