VIDEO: „11:30 საათამდე მოასწარით მნიშვნელოვანი და კარგი საქმეების გაკეთება“- 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს ავრცელებს, სადაც 21 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე საუბრობს.

„21 ოქტომბერი მთვარის მე-19 მე-20 დღეებია. ის ჯერჯერობით ტყუპებში იმოძრავებს. უკურსო მთვარე ცოტა ხანი იქნება, რამდენიმე წუთით. მთავარი აქცენტებია, ოპტიმიზმი კომუნიკაბელურობა, გადაადგილება, კონტაქტები. რაც ტყუპებს შეშვენის. რისკები არის, ფუჭი საუბრები, ასევე ალერგიისა და მოწამვლის რისკი.

არასწორად გაგებული და გაცემული ინფორმაცია. დოკუმენტები რომლებსაც, სადღაც ვაგზავნით, გადავამოწმოთ ხელახლა ხომ არაფერი გაგვეპარა. ღირს ყველანაირი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, მიუხედავად იმისა რომ მთვარე დაღმავალია. მთვარე ასევე იუპიტერთან ერთდება. 11:30 საათამდე მოასწარით მნიშვნელოვანი და კარგი საქმეების გაკეთება. შეგიძლიათ მოაგვაროთ სამართლებრივი დავები, მოლაპარაკებები.

ამ დროის შემდეგ ფაზა მოტყუების პერიოდში გადადის. შოპინგებისთვის, სასწავლო მასალისთვის, ტურისტული მოგზაურობის წამოსაწყებად კარგი დროა. არ გირჩევთ ანტიკვარიატის, ხელოვნური ნიმუშებისა და სამკაულების შეძენას“, – აღნიშნა ხათუნა ნოელმა.