ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

კასპიის ზღვაში 7 საათიანი ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრის ინფორმაციით, 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრა 19 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 01:02 საათზე მოხდა. ხოლო მეორე ბიძგი 08:47 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ორივე ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 68 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.