ბათუმში სროლა იყო – 3 ახალგაზრდა დაიჭრა, მათ შორის ერთი გოგო – რა გახდა ბათუმში, რესტორანთან დაპირისპირების მიზეზი
ბათუმში სროლისას, რომელიც ცოტა ხნისწინ მოხდა, 3 ახალგაზრდა დაიჭრა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი. გამოცემის ცნობით, სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ეს ამ დროისთვის უცნობია. თავდაპირველად, სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ ajaratimes.g-მ გაავრცელა.