ბათუმში სროლისას, რომელიც ცოტა ხნისწინ მოხდა, 3 ახალგაზრდა დაიჭრა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, სამივე მათგანი 25 წლამდეა, მათ შორის ერთი გოგოა, ორი კი ბიჭი.
გამოცემის ცნობით, სროლა კაჩინსკების ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა. ცნობილია, რომ სამივე დაჭრილი ამავე რესტორნის თანამშრომელია.
რა გახდა დანაშაულის მოტივი, ეს ამ დროისთვის უცნობია.
თავდაპირველად, სროლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ ajaratimes.g-მ გაავრცელა.