სამხრეთ ჩინეთში მდებარე ჰაინანის პროვინციაში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო პორტალი Zimu Xinwen ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალაში აღნიშნულია, რომ 8 აგვისტოს დილით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა. ჟურნალისტების ცნობით, ინციდენტი ქალაქ დონფანგში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიდიან. საგანგებო სიტუაციის გამომწვევი მიზეზებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავმა უწყებებმაც დაუდასტურეს. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში პოლიცია მუშაობს და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.