რამდენი ათეული ათასი ევრო ღირს შორენა ბეგაშვილისთვის ნაჩუქარი “ჰერმესის” ჩანთა, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის თემად იქცა? (ვიდეო+ფოტო)
შორენა ბეგაშვილმა იტალიური არდადეგები მნიშვნელოვანი შენაძენით დაასრულა. მსახიობი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ Hermes-ის ორიგინალ ჩანთას ყიდულობს. “New Baby”, – წერს ბეგაშვილი ვიდეოს აღწერაში. Birkin 30 Aligator-ის მოდელი, ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული და მისი ღირებულება 69 900 ევროა. მსახიობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, გამომწერების მხრიდან კრიტიკული კომენტარები მოჰყვა. ზოგიერთ მათგანს კი ეჭვიც კი შეეპარა ჩანთის ორიგინალობაში….