ვარკეთილში, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.