ლეგენდარული სპორტული კომენტატორის, ნუგზარ ჯუღელის სახალისო ფრაზები,რომლებიც ისტორიას შემორჩა

სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გენ­და­რულ სპორ­ტულ კო­მენ­ტა­ტო­რებს შო­რის და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი ნუგ­ზარ ჯუ­ღელ­მა. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­დიქ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხზე 50 წელ­ზე მეტ­ხანს მუ­შა­ობ­და. ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი 1937 წელს და­ი­ბა­და და 2019 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან მალე, 1968 წელს მი­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიჰ­ყავ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა “მო­ამ­ბე”. აღი­ა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა კი, სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის წამ­ყვანს პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბის კო­მენ­ტა­ტო­რო­ბამ მო­უ­ტა­ნა.

მის სა­ხელს არა­ერ­თი კუ­რი­ო­ზი უკავ­შირ­დე­ბა და მარ­თლაც ბევ­რი ჰქონ­და რო­გორც კო­მენ­ტა­ტო­რო­ბი­სას, ასე­ვე დიქ­ტო­რო­ბი­სას, მსა­ხი­ო­ბო­ბი­სას და სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში. ხალ­ხს მოს­წონ­და ნუგ­ზა­რის კვი­მა­ტი გა­მოთ­ქმე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი გოგა ჩა­ნა­დი­რი აქ­ვეყ­ნებს:

“ნუგ­ზარ ჯუ­ღე­ლი სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო. გა­და­სა­რე­ვად მიჰ­ყავ­და სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟე­ბი. კო­მენ­ტა­ტო­რო­ბის დროს რამ­დე­ნი­მე სა­ხა­ლი­სო გა­მო­ნათ­ქვა­მით და­ა­მახ­სოვ­რა თავი გულ­შე­მატ­კივ­რებს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი გა­უზ­ვი­ა­დეს, სხვი­სი სი­ტყვე­ბი მი­ა­წე­რეს, არარ­სე­ბუ­ლი გა­მო­უ­გო­ნეს და ასე შემ­დეგ, მაგ­რამ ხუმ­რო­ბას მა­ინც არ გას­ცდე­ნია.

ერთ-ერ­თმა ქო­მაგ­მა ის ჯუგ­ზარ ნუ­ღე­ლა­დაც მო­იხ­სე­ნია, რო­მელ­საც, თით­ქოს კოტე მა­ხა­რა­ძის­თვის უთ­ქვამს, სი­გა­რო, ჯი­გა­რე­ტი ხომ არ გაქ­ვსო.

გთა­ვა­ზობთ სა­ხა­ლი­სო ფრა­ზებს, რო­მე­ლიც ნუგ­ზარ ჯუ­ღელს მი­ე­წე­რე­ბა:


დარ­ტყმა! არის! არის!!!! ბურ­თი ღე­ლავს. ხალ­ხი ბა­დე­შია!


გუ­შინ სას­ტუმ­როს ერთ-ერთ ნო­მერ­ში თბი­ლი­სელ­თა გუნ­დის მთა­ვარ ბა­ნაკ­ში მთე­ლი ღამე ენთო შუქი – ალი­ო­შა კოტ­რი­კა­ძე ფიქ­რობ­და დღე­ვან­დელ მატჩზე. ამა­ზე ერთხელ ჰკი­თხეს კი­დეც ნუგ­ზარს, გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ალი­ო­შამ შუქი ჩა­აქ­როო.


დღეს მო­ე­დან­ზე ორი თენ­გი­ზია: თენ­გიზ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე და ნუკ­რი კა­კი­ლაშ­ვი­ლი (ამ­ბო­ბენ, ორი ოთა­რი თქვაო, ოთარ გა­ბე­ლია და ნუკ­რი კა­კი­ლაშ­ვი­ლიო).


თქვენ წი­ნა­შე მო­ე­დან­ზე გა­მო­ვი­და 5 სა­ნა­ქე­ბო ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლი: მილო­ვი­დო­ვი, ბო­რო­და­ჩე­ვი, დე­რი­უ­გი­ნი, კა­პუს­ტი­ნი, დარ­სა­ძე (ზო­გან ტი­უ­ბინს ახ­სე­ნე­ბენ ბო­რო­და­ჩე­ვის ნაც­ვლად).


სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­წყლოს­ნო სპორ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია სო­ხუმ­ში, ბა­თუმ­სა და ფო­თუმ­ში.


კა­პუს­ტი­ნი ახტა, მაგ­რამ ტკა­ჩენ­კოს­თან ვე­რა­ფე­რი გა­ა­წყო და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩა­მომხტა­რი­ყო. გინ­და ახტი, გინ­და დახ­ტი, ტკა­ჩენ­კო მა­ინც ტკა­ჩენ­კოა.


ქუ­თა­ის­ში ისე­თი წვი­მაა, ერთი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტი­სა არ იყოს, ქარ­თულ ენა­ში მარ­ტო წვი­მას აქვს სა­ხე­ლი ცხრა!


შე­კი­თხვა ევ­რო­პის ჩემ­პი­ონს ცურ­ვა­ში თინა ლეკ­ვე­იშ­ვილს: “ქალ­ბა­ტო­ნო თინა, თქვენ ცუ­რავთ”?


ბურ­თი მე­ტო­ქე გუნ­დის ფეხ­ბურ­თელ­მა აუ­ტში მო­ი­გე­რია, რო­მელ­საც დი­ნა­მო­ე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ნა­ხევ­რი­დან მო­აწ­ვდი­ან. მო­ა­წო­დეს, პასი წინ, ისევ აუტი. გა­ნა­ახ­ლეს თა­მა­ში გვერ­დი­თი ხა­ზი­დან, მე­ტო­ქის ნა­ხე­ვარ­ზე გა­და­ვიდ­ნენ და… ისევ აუტი. მოკ­ლედ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დი­ნა­მო­ე­ლე­ბი აუტ-აუტ მი­ი­წე­ვენ წინ.


მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დან­ზე ჩვე­ნი ხუთი ფეხ­ბურ­თე­ლი და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა გუნ­დის ექ­ვსი მცვე­ლი იმ­ყო­ფე­ბა. პლუს მე­კა­რე, რა თქმა უნდა. ეს, და­ახ­ლო­ე­ბით ოც­და­ო­თხი ფე­ხია.


თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში ნამ­დვი­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ამინ­დია. (გაგ­რძე­ლე­ბა მო­გო­ნილს ჰგავს) მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­შინ და გუ­შინ­წინ პა­პა­ნა­ქე­ბა წვი­მა იყო, დღეს კო­კის­პი­რუ­ლად ცხე­ლა…“


აი, თქვენ კადრში ხე­დავთ დაღ­ლილ ოპოშ­ნი­ანს, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა დღეს და რე­ჟი­სო­რი სწო­რად იქ­ცე­ვა, როცა მის სა­ხეს მსხვი­ლი ხე­დით გვიჩ­ვე­ნებს. ოპოშ­ნი­ა­ნი ღრმად სუნ­თქავს, ეტყო­ბა, გა­დაღ­ლი­ლია. ისუნ­თქე, ოპოშ­ნი­ან, ისუნ­თქე! შენ დღეს ეს ნამ­დვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რე!


დარ­ტყმა, არი­ის, გო­ო­ოლ! გოოლ! მაგ­რამ მსაჯ­მა არ ჩათ­ვა­ლა. თუმ­ცა, რა უნდა ჩა­ეთ­ვა­ლა, არც გა­სუ­ლა.


და აი, სარ­ბენ ბი­ლი­კებ­ზე გა­მოჩ­ნდა ოთარ გა­ბე­ლია, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, მალე გა­მო­ვა მო­ე­დან­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის შეც­ვლას აპი­რებს მწვრთნე­ლი?


მარ­თა­ლია, სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ამ ბოლო დროს ცოტა გა­სუქ­და, მაგ­რამ რა კარ­გად აზ­როვ­ნებს.


1945 წელს…. უკაც­რა­ვად 19 სა­ათ­სა და 45 წუთ­ზე.


ჩემო პა­ტა­რე­ბო! ახლა ნა­ხეთ ქარ­თუ­ლი მულ­ტფილ­მი “მელა და მგე­ლა,” უკაც­რა­ვად! “მე­ლა­კუ­და და მგე­ლა­კუ­და.” უჰ, ბო­დი­ში,”მე­ლია და მგე­ლია.”

წყარო: ambebi.ge