ფეხბურთელი, 8 წლის შოთიკო ჭელიძე, მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ბავშვს გული გაუჩერდა.
“ეზოში თამაშობდა და გული გაუჩერდა, ანევრიზმა. ერთხელ უთქვამს მხოლოდ, ცოტა ვერ ვარო და ანალიზებზე უთხრეს, ყველაფერი კარგად არისო. არც ვიცი, რა ვთქვა იმ კლინიკაზე,” – წერენ სოციალურ ქსელში.
ანევრიზმა საშიში დაავადებაა, რადგან ხშირად უსიმპტომოა და, შესაძლოა, ის სწორედ გასკდომის შემდეგ გამოვლინდეს. მისი გასკდომა კი ზოგჯერ ლეტალურად სრულდება.
🗨️ “შოთიკო, მაგარო ბიჭო, ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
შენ ყოველთვის ჩვენს გულში იქნები.
კლუბის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს.” – წერს FC KUTAISI სოციალურ ქსელში
👉 ბიჭუნა ქუთაისის “ქუთაისში” ვარჯიშობდა