რამდენ ლარს შეადგენს კონტროლიორის საშუალო ანაზღაურება თბილისში
დედაქალაქში 2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში 215 კონტროლიორი იყო დასაქმებული, – ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. მერიაში განმარტავენ, რომ ამავე პერიოდში კონტროლიორების შრომის ანაზღაურებაზე 2 127 332 ლარი გაიცა. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთი კონტროლიორის თვიური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოსთვის საშუალოდ 1 979 ლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთ თვეში…