„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს 13:00-დან 13:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ჩარგალეთის და მიმდებარე ქუჩებზე;

„15:00-დან 15:45 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

17:00-დან 17:50 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტი სოფელ დიღომში, თელოვანში;

4 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჟინვალი, ანანური, ჩინთი, არანისი, დგნალი და მიმდებარე სოფლებში;

10:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში, სამრეწველო ზონასა და ზაჰესის ტერიტორიაზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია განცხადებაში.