ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 205-მდე გაიზარდა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 205-მდე გაიზარდა. ყველაზე მეტი, 202 ადამიანია დაღუპული ვალენსიაში, კასტილია-ლა-მანჩაში დაიღუპა ორი, ანდალუსიაში კი ერთი ადამიანი.

ვალენსიაში განადგურებულია ინფრასტრუქტურა, სტიქიამ დაანგრია სახლები, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ხიდები და მანქანები, გაანადგურა გზები და რკინიგზა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დასუფთავებაში კი ჩართული არიან სამხედროებიც.

მეტეოროლოგიურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ცუდი ამინდები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.