ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ, Televomero-ს ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
იყო მომენტი, როცა ვფიქრობდი, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმებას მიაღწევდნენ, ახლა კი ვფიქრობ, რომ ქართველის სიტუაცია ოსიმენის მსგავსია.
ხვიჩას აგენტი ხელშეკრულებაში დაბალი გამოსასყიდი თანხის ჩაწერას ითხოვს, “ნაპოლის” კი გამოსასყიდ თანხად 100 მილიონ ევროზე მეტის ჩაწერა სურს. მჯერა, რომ რაღაცაზე შეთანხმდებიან, თუმცა ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს დატოვებს, რადგან მას სხვა ამბიციები და მიზნები აქვს” – ამბობს მაროლდა.