ქობულეთის სოფელ ხუცუბანში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ორსული გოგო გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო გზაზე გადაადგილება გართულება იყო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, რაც შეეხება ახალგაზრდა კაცს, რომელიც ავტომობილს მართავდა, ის უგონო მდგომარეობაში ბათუმის “ბიემსის” კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.