სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ავარია სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მოხდა. შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახება კაიროდან 270 კილომეტრის დაშორებით, მინიას პროვინციაში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.