13 ოქტომბერს მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში მარიტასთვის სიმბოლურად თეთრ ვარდებს, შემდეგ ფოტოდ კი მარიტას პატარა დის, ტატას კადრებს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ მარიტა მეფარიშვილის და, ტატა მეფარიშვილი ტრაგიკული შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ მოევლინა ქვეყანას.
შეგახსენებთ,13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს, დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა.
ცოტა ხნის წინ მარიტა მეფარიშვილის ოჯახთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა – მის მშობლებს გოგონა შეეძინათ. სოციალური ქსელის მომხმარებელი კონსტანტინე ხუნწარია წერს, რომ მარიტას მშობლებს მარიტას დაბადების შემდეგ, 13 წლის განმავლობაში, შვილი აღარ უჩნდებოდათ, ახლა კი მათ ცხოვრებაში სასწაული მოხდა: