28 წლის ბიჭის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ დუმილი დაარღვია – “ჩვენს შორის მან­ძლი მ­ცი­რდებოდა, 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე…”

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზღუ­დერ­ში, სა­დაც 28 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი სას­ტი­კად მოკ­ლეს – ახალ­გაზ­რდა, სკამ­ზე და­ა­ბეს, ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს.

პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა – და­კა­ვე­ბუ­ლია 2 პირი – 56 და 65 წლის ძმე­ბი, მე­დოშ­ვი­ლე­ბი.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა დუ­მი­ლი სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში და­არ­ღვი­ეს. ერთ-ერთი ძმის თქმით, მას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მიზ­ნად არ ჰქო­ნია და­სა­ხუ­ლი. ბრალ­დე­ბულ­მა დღის ქრო­ნო­ლო­გია გა­იხ­სე­ნა და რო­გორც აღ­ნიშ­ნა, 28 წლის ბიჭი მას აე­დევ­ნა. ამას მოჰ­ყვა და­პი­რის­პი­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა.

მისი თქმით, მხა­რე­ებს ად­რეც ჰქო­ნი­ათ კონ­ფლიქ­ტი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­კა­ვე­ბულ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს თა­ვი­დან არ მი­ა­წო­და.

“ქირ­ქი­ლით გა­მო­მიყ­ვა­ნა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვუხ­სნი­დი- მთვრა­ლი ვარ, შე­მეშ­ვი მეთ­ქი. ერთი ჭიქა ავი­ღე ოჯახ­ში, ვთქვი, ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი.

წა­მო­ვე­დი და უკან მომ­ყვე­ბო­და. აშ­კა­რად ვუ­ყუ­რებ და მან­ძლს ამ­ცი­რებს. 150 მეტ­რი გა­ვი­ა­რე… და­გეგ­მი­ლი არ მქონ­და, თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად გა­ვიხ­სე­ნე შარ­შან­დე­ლი ამ­ბე­ბიც,“ – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბაზ­ში.

პრო­კუ­რო­რის გან­ცხა­დე­ბით, მოკ­ლულს და ბრალ­დე­ბულს წარ­სულ­ში ჰქონ­დათ კონ­ფლიქ­ტი და სწო­რედ ამ კონ­ფლიქ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა.

“სი­ტყვი­ერ შე­ლა­პა­რა­კე­ბას მოჰ­ყვა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა და შემ­დეგ უკვე ეს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა ბრალ­დე­ბულ­მა“.

საქ­მე­ში არა­ერ­თი მოწ­მეა, რომ­ლე­ბიც ან უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრნენ მოხ­დარ ფაქტს ან მომ­ხდა­რი­დან ძა­ლი­ან მალე მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე. მათ შო­რის, ერთ-ერთი არის ბრალ­დე­ბუ­ლის არას­წრულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

შსს-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ძმე­ბი, თა­ვი­ან­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი კი­სერ­ზე ხე­ლის მო­ჭე­რით გა­გუ­დეს.

ambebi.ge