გაცნობა ინტერნეტის საშუალებით სულ უფრო პოპულარული ხდება. მსოფლიო ქსელის ციური მფარველი, თურმე, იდუმალებით მოცული ურანია, რომლის ციკლიც 7 წელიწადს შეადგენს.
თქვენი დაბადებისას ურანის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა გულისსწორის პოვნას ქსელის მეშვეობით. მაშ ასე, თუ დაბადებული ხართ:
1961-დან 1967 წლამდე, ურანი ქალწულის ზოდიაქოშია
ალბათ, დღე და ღამე ინტერნეტში დაძვრებით. ჰოდა, სწორედ საქმიანმა მიმოწერამ შეიძლება სათავე დაუდოს სასიყვარულო ურთიერთობებს. რომანი იოლი არ იქნება, რადგან თქვენს წარმოსახვაში არსებული რაინდის ხატი საეჭვოა, რეალურად არსებულ ადამიანს შეესატყვისებოდეს. მოთმინება იქონიეთ. რჩეულს უნარი შესწევს, ჯადოსნური წუთები გაჩუქოთ.
1968-დან 1974 წლამდე ურანი – სასწორში
ვირტუალური ურთიერთობის შედეგად დაქორწინებულ პარტნიორთა უმეტესობა სწორედ ამ პერიოდშია დაბადებული. არასტანდარტული ნაცნობობა, როგორც წესი, კლასიკურ ოჯახურ კავშირად გარდაიქმნება ხოლმე.
1975 წლიდან 1981 წლამდე ურანი – ღრიანკალში
სულ მალე დარწმუნდებით, რომ რეალურსა და ვირტუალურ რომანს შორის დიდი განსხვავება არ არსებობს. თქვენი თაობის უამრავი ადამიანი ინტერნეტ-კომუნიკაციას თავის პროფესიად აქცევს და ჩინებულადაც გრძნობს თავს ამ სივრცეში. უნარი შეგწევთ, უმალ შენიშნოთ ქსელურ ნაცნობთა ინტერესი თქვენ მიმართ და ის ბობოქარ სასიყვარულო თამაშად აქციოთ.
1982-დან 1988 წლამდე ურანი – მშვილდოსანში
ზოდიაქოს ეს ნიშანი მოგზაურობისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. შესაძლებელია, მიწერ-მოწერა უცხოელებთანაც გააბათ, ინფორმაციის ძიებისას კი ისეთ მიმზიდველ კაცს გადააწყდებით, რომ ინტერესი გატაცებაში გადაიზრდება. თუმცაღა, საყვარელი მეგობრის ხილვა რეალობაში გირჩევნიათ. თანამოსაუბრე, რომელიც ქსელში გონებამახვილ ადამიანად მიგაჩნიათ, პირადად ნახვისასაც იმედს არ გაგიცრუებთ.
1998-დან 1995 წლამდე ურანი – თხის რქაში
ინტერნეტის მეშვეობით სასწავლო კურსის გავლისას მოპირდაპირე სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. თუმცაღა, ვირტუალურ ურთიერთობებს არასერიოზულად ეკიდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ქსელი ბევრ მეგობარს შეგძენთ.