ცხოველთა ჰოსპიტალი ვეტლაიფი პატრონისგან განწირული, 3 წლის ბიგლისთვის, რომელააც სევდიანი ისტორია აქვს, მზრუნველ მეგობარს ეძებს:
,,ეს ბიბია, 3 წლის ბიგლი, რომელიც პატრონმა ვეტლაიფში დასაძინებლად მოიყვანა და ეხლა ერთგულ მეგობარს ეძებს, რომელიც რთულ დროს არ მიატოვებს
ბიბი თვე-ნახევრის წინ ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს და ურთულესი მდგომარეობით მოხვდა ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაძინება სურდათ, ვეტლაიფის ექიმებმა ბიბის გადარჩენის შანსი დაინახეს და რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ სრულიად ჯანმრთელი მზად იყო სახლში დასაბრუნწბლად. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა სრულიად იღებდა მკურნალობის ხარჯებს, პატრონმა გაუგებარი მიზეზით მაინც არ ისურვა ძაღლის დაბრუნება. თავიდან მოიშორეს
ამ პერიოდის განმავლობაში ბიბი ვეტლაიფში ცხოვრობდა, გადიოდა მკურნალობის რთულ გზას, მაგრამ გვგონია, რომ იმაზე მეტს იმსახურებს ვიდრე ჩვენს ეზოში ცხოვრებაა.
არის ძალიან სევდიანი, თუმცა მშვიდი, მეგობრული და მოსიყვარულე და ყოველ ადამიანს, რომელიც მის მიმართ სითბოს გამოხატავს დიდი იმედით და ტკივილით უყურებს.
სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს რესურსი ავიყვანოთ ის და ამიტომ ვეძებთ ადამიანს, ვისაც გააზრებული აქვს ოთხფეხა მეგობრის ყოლის პასუხისმგებლობები და მზად იქნება უერთგულოს და იზრუნოს მასზე
მარტივად მეგობრობს კატებთანაც და ძაღლებთანაც. ამ თვე-ნახევრის განმავლობაში ყველას თავი შეგვაყვარა თავისი ხასიათით, სითბოთი და სიდინჯით და ნებისმიერი ადამიანისთვის მასთან ერთად ცხოვრება უდიდესი ბედნიერება იქნება.
გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში, ერთად ვუპოვოთ საუკეთესო ოჯახი 🩵“