საბერძნეთში სტიქია მძვინვერებს. საბერძნეთის ტერიტორიის ნახევარზე განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა.
ხანძრის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომელიც ათენის ჩრდილოეთით, ქალაქ ვრილისიაში, მაღაზიაში იპოვეს. ცხედარი, სავარაუდოდ ქალის იყო.
საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრში, ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას bbc-ი ავრცელებს.
ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა სტიქიის დაწყების შემდეგ.
როგორც BBC-ი წერს, ოფიციალურმა პირების განაცხადებით, გუშინ, ხანძარი 40 სხვადასხვა ადგილას გაჩნდა და ზოგიერთ რაიონში ის 25 მეტრს აღწევდა.
საბერძნეთის ეროვნულმა ობსერვატორიამ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ სატელიტურმა სურათების მიხედვით, შუადღისთვის, ადგილობრივი დროით (10:00 BST) , ხანძარმა დააზარალა, დაახლოებით, 100,000 ჰექტარი (405 კვ.კმ; 156 კვადრატული მილი).
მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა შემდეგი ტერიტორიებიდან: დრაფი, დიონი, დამარასი (რაფინა), დაუ პენდელი,
ცნობისთვის, საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ებრძვიან. სტიქიასთან ბრძოლას გვალვა, ძლიერი ქარი და რელიეფი ართულებს.
სოციალურ ქსელში, ქვეყნდება ქართველი ემიგრანტების პოსტები, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოს ცხოვრობენ. როგორც ისინი იტყობინებიან, ყოველ 15 წუთში, მოდის შეტყობინება ხანძრის კერების შესახებ.
საქართველოს საელჩომ საბერძნეთში, ატიკის ტერიტორიაზე გაჩენილ ტყის ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადება გაავრცელა.
„ღმერთო შენ დაიფარე საბერძნეთი “- წერს ერთ-ერთი ემიგრანტი სოციალურ ქსელში.