” “უტყდება” თავის ოჯახს ჩემზე მოუყვესო, მარ­ტი­ვი ხომ არ არის, კე­სა­რი­ას გვერ­დით იჩი­თე­ბაო… ვიდეო გამომიგზავნა ბექა რომ მის სახლში ჭურჭელს რეცხავდა” – ინდირა ჯგერენაია ჰყვება როგორ ცხოვრობდნენ ერთად, კესარია და ბექა ჯაიანი

ხვალ, სას­ტი­კად მოკ­ლულ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გუ­შინ, მკლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ ეტაპ­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, თუმ­ცა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ისა­უბ­რა.

მოკ­ლუ­ლის მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყვი­ლი ხში­რად ჩხუ­ბობ­და, რად­გან ჯა­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და კე­სა­რია მე­გობ­რებ­თან მი­მო­წე­რა­საც კი ვერ ბე­დავ­და, რო­დე­საც ჯა­ი­ან­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ინ­დი­რა ჯგერ­ნა­ია კე­სოს მე­გო­ბა­რი იყო. როგორც მომ­ღე­რა­ლი ჰყ­ვე­ბა, ერთხელ კე­სომ ვი­დეო გა­მო­უგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის სახ­ლში ჭურ­ჭელს რე­ცხავს. დე­ტა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ბოლო ორი წელი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ, რო­გორც ოჯა­ხი.

„ბექა ჯა­ი­ანს პი­რა­დად არ ვიც­ნობ­დი, კე­სოს­გან ვი­ცო­დი მის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი იყო კესო მის გვერ­დით, ვერ სა­უბ­რობ­და ვე­რა­ფერ­ზე, რო­დე­საც ეს ბიჭი მას­თან იყო სახ­ლში.

ასე ვი­დე­ოს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და და როცა მარ­ტო დარ­ჩე­ბო­და, გად­მო­მი­რე­კავ­და ხოლ­მე. კე­სოს ძა­ლი­ან უნ­დო­და ოჯა­ხი ჰყო­ლო­და, უნ­დო­და ბო­ლომ­დე ქა­ლი­ვით ეცხოვ­რა, უნ­დო­და ვინ­მე მის გვერ­დით ძლი­ე­რი ჰყო­ლო­და. ეს ბიჭი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი იყო.

კესო გა­რეთ ბრჭყვი­ა­ლებ­და, უამ­რავ რა­მეს არ იმ­ჩნევ­და და არ აგ­რძნო­ბი­ნებ­და არა­ვის. ეს ბიჭი პი­რი­ქით, კარ­გად იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი კე­სოს­თან და არც მდი­და­რი ყო­ფი­ლა. უბ­რა­ლოდ, კესო ფუ­თავ­და, უყ­ვარ­და და ფუ­თავ­და.

ერთი კვი­რის უკან გვქონ­და მა­გა­ზე სა­უ­ბა­რი, არ ის­ვე­ნებს, არ მა­ნე­ბებს თავ­სო. კესო გრძნობ­და, რომ არ მე­ხა­ტე­ბო­და ბექა გულ­ზე და ვამ­ბობ­დი კი­დეც, მო­ა­შო­რე აქე­დან, რას გა­დაგ­ვა­ყო­ლე ამ კაცს-მეთ­ქი. კაი დაო, საყ­ვა­რე­ლი­აო. სულ ამას იმე­ო­რებ­და. მის მი­მართ ცუ­დად მას შემ­დეგ გან­ვე­წყე, რაც გა­ვი­გე, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­ე­ხო.

ვე­უბ­ნე­ბო­დი, რად გინ­და მა­სე­თი კა­ცის ცო­ლო­ბა, უფრო მო­გაქ­ცევს კლან­ჭებ­ში და და­გა­ზომ­ბებს, სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლა აღარ მო­გინ­დე­ბა-თქო. რის­თვის იწ­ვა­ლე ამ­დე­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლოს ქა­ლო­ბა გინ­და, მაგ ფრჩხი­ლე­ბით საჭ­მე­ლი უნდა აკე­თო-მეთ­ქი”, – განაცხადა ინდირა ჯგერენაიამ.

კითხვაზე; კე­სოს­გან რა იცი, იმ ბი­ჭის მხა­რემ თუ იცო­და მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ? ინდრირა პასუხობს:

„უტყდე­ბაო, ამ­ბობ­და, მარ­ტი­ვი ხომ არ არის, კე­სა­რი­ას გვერ­დით ქარ­თვე­ლი ტიპი რომ იჩი­თე­ბიო. ერ­თა­დერ­თი ის ვი­ცო­დით, რომ ეს ბიჭი უცო­ლო იყო. მე­გობ­რებს ჩა­ა­წე­რი­ნა ვი­დე­ო­ე­ბი, ბექა, კე­სოს უყ­ვარ­ხარ. მე რომ მი­თხრა, ძა­ლი­ან ვე­ჩხუ­ბე. ბოლო დროს მტკი­ცე­ბის ფორ­მა­ში იყო. მე არ ჩა­ვუ­წე­რე ვი­დეო. ძა­ლი­ან არ მინ­დო­და ეს ბიჭი მის­თვის. მე­უბ­ნე­ბო­და, შენ რა­ნა­ი­რი მო­რი­ე­ლი ხარ, ჩემი მტე­რი ამო­ი­ჩე­მეო. აღ­მოჩ­ნდა, რომ მარ­თლა მისი მტე­რი ამო­ვი­ჩე­მე.

კესო ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ქალი იყო. მარ­ტო მას­ზე არ ძა­ლა­დობ­ნენ, ქალი რა­ტომ არის და­ბა­ლი ღობე ჯერ კი­დევ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში. არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაგ­ვრა და ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი ამას ვე­რა­სო­დეს. კესო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ტრანსგენ­დე­რი ქალი, ჩვე­უ­ლებ­რივ მო­იყ­ვან­და ცო­ლად, მაგ­რამ ისე­თი ეჭ­ვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც ბექა იყო, იმ სა­ლა­მა­ზეს და სი­თა­მა­მეს არ შე­არ­გებ­და, მა­ინც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და, ისე­ვე რო­გორც სხვა მრა­ვა­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.

გარ­დაც­ვლი­ლი კე­სა­რი­ას ფოტო რომ ვნა­ხე, იმის მერე ორი ღა­მეა არ მძი­ნავს, არ ვიცი, დიდ­ხანს გამ­ყვე­ბა ეს ტკი­ვი­ლი. ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბა, გა­მი­ჭირ­დე­ბა კვი­რას იქ დგო­მა”, – თქვა მან.

წყარო: ambebi.ge