რას კითხავ ღმერთს, როცა მას შეხვდები? ჰკითხეს კესარიას – მისმა პასუხმა ხალხი აატირა

18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული ქალი, კესარია აბრამიძე იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. 

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

2021 წლის ივლისში „დაიჯესტმა“ მოდელთან ბლიცინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

როგორც იგი ჩვენთან საუბრისას ამბობდა, ცნობილი მისი გარეგნობიდან იყო, ასევე უნდოდა მილიარდერობა და საკუთარ თავში ყველაზე მეტად თვალები და ინტიმური ადგილი მოსწონდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჩვენი არქივიდან

კესარია აბრამიძე ანუ… – სილამაზე, თავის მოვლა, ნათება.

რით ხართ ცნობილი… – ვფიქრობ გარეგნობით, სადაც გავივლი ყველგან რეიტინგს ვწერ.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ… – ერთი შენი კარგიც მოვ…ან

მაღიზიანებს… – განწყობას გააჩნია. თუ ცუდ ხასიათზე გავიღვიძე ყველაფერი მაღიზიანებს, ხოლო თუ განწყობა კარგი მაქვს ვერაფერი შემიცვლის ხასიათს.

ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან…- „იგი გაკეთებული გაქვს“?

ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს… – მინდა მილიარდერი გავხდე.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ… – ტელეფონი და ვიბრატორი.

ყველაზე მეტად საკუთარ თავში მომწონს… – საკუთარ თავში მომწონს თვალები და ინტიმური ადგილი.

ღმერთს რომ შევხვდები, ვკითხავდი… – რატომ გამოიმეტე ჩემთვის ამდენი სიკეთე? ალბათ გეცალა – მხატე, მქარგე გამალამაზე და ასეთი შემქმენი.

სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის… – დამოკიდებული ვარ მასზე. ის ჩემთვის არის გართობის, პოზიტივისა და შემოსავლის წყარო.

ხასიათი მაქვს… – ზღაპრული, იუმორისტული.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი იმედი... – ჩემი დაა.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... – ერთ-ერთი ცნობილი ქალის ქმრის საყვარლობას მაბრალებენ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ.

ყავა თუ ჩაი… – ჩაი.

რით ამაყობ… –  საკუთარი თავით. ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ ვამაყობ, იმიტომ რომ, ჩემს მიერ განვლილი გზა არ იყო ადვილი.

მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება – ჯიქიას სახელობის სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში. 

უკანასკნელ გზაზე მას კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.