აშშ-ში, გრანდ კანიონის ტერიტორიაზე, 20 წლის მამაკაცი, დაახლოებით 400 ფუტის სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
რეინჯერები შემთხვევის ადგილზე მყისიერად მივიდნენ და ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს. ოფიციალური პირების განცხადებით, მამაკაცი კანიონის კიდიდან შემთხვევით გადავარდა.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
გრანდ კანიონის ეროვნული პარკის განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 წლის მამაკაცის რამდენიმე ათეული მეტრიდან გადმოვარდნის შესახებ შეტყობინება ოთხშაბათს, დაახლოებით 10:40 საათზე მიიღეს. განცხადების თანახმად, 20 წლის მამაკაცი გრანდ კანიონის ტერიტორიაზე, Pipe Creek Overlook-ის დასავლეთით გადმოვარდა.