შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო დავით ბერიაშვილი.
ტრაგედიიდან ერთი წლის მერე დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ტკივილით სავსე წერილს აქვეყნებს:
„როგორ მინდა, ხვალ იქ დამხვდეს და წამოვიყვანო“, – წერს ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში.
რაჭაში ღვარცოფი 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. 2023 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. ბოლო დაღუპული მაშველებმა 10 სექტემბერს, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს. მაშველები დღემდე ეძებენ 33-ე დაკარგულს, არასრულწლოვან ბიჭს.
შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა, რომელმაც 33 ადამიანი იმსხვერპლა. კურორტზე მოვარდნილმა ტალახის უზარმაზარმა მასამ წაიღო კოტეჯები, სადაც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები.
ტრაგედიას შეეწირნენ:
ლუკა დუდაშვილი
ანდრია დუდაშვილი
ანასტასია დუდაშვილი
ნატო ჭელიძე
მარიამ მაისურაძე
კოტე მაისურაძე
შორენა ბიჭაშვილი
მეგი გუტაშვილი
გიგი გუტაშვილი
ზაზა მესხი და მისი ცოლი, ალინა პოლიკოვსკა
ზაზას და ალინას სამი არასრულწლოვანი შვილი (ერთი ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა)
სოფი ყარალაშვილი
გიორგი ყარალაშვილი
მარინა ხორბალაძე
მანანა ჯაჭვაძე
გიორგი ხორბალაძე
ნინო კენჭაძე
სალომე ხეთაგური
გვანცა ბუბაშვილი
თემურ ჩარკვიანი
დიტო ფირცხალავა
ნიკა ჩალაძე
სამირა ისაევა
დავით ბერიაშვილი
გიორგი გოგინაშვილი
ქსენია ტრიჩევა
გენადი სულთანიშვილი
სოფო ბაკურაძე
ქეთევან ლობჟანიძე
ლევან რაზმაძე