გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე ქართველ და ფრანგ ძიუდოისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე მსოფლიო მედია წერს. ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო გურამ თუშიშვილმა რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღო.
ყველაფერი მას შემდეგ მოხდ, რაც ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, რის შემდეგაც ტედის პროვოკაციულმა ჟესტმა გურამი ააღელვა. ეს არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.
ვიდეო: