საშინელი ავარია ბელიაშვილზე – რა ხდება ადგილზე?

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს სავარაუდოდ 2 ავტომანქანა შეეჯახა. მათგან ერთი ტაქსია.

არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაზიანებული მანქანებიდან ადამიანების გადმოსაყვანად სამაშველო დახმარება გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.