გასული წლის მიწურულს მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა.
Ambebi.ge-სთან საუბრისას მსახიობის ოჯახის წევრმა ნიკო ნანიტაშვილმა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
– ზურას მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა. რისიც გვეშინოდა, ის მოხდა. ტვინის ვეგეტატიური მდგომარეობა, ტვინის უფუნქციოდ ყოფნა – სამწუხაროდ, რეალურად ეს მდგომარეობაა. ეს არც ვიცით, რეალურად რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. არანაირი დადებითი დინამიკაც არ არის, ღმერთზე ვართ თავიდან ბოლომდე მინდობილი.
– ისევ გერმანიაშია?
– კარგა ხანია აქ ჩამოვიყვანეთ, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კლინიკაშია, მაგრამ ალბათ მოგვიწევს სახლში გადმოყვანა… კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა, მაგრამ არანაირი რეაქცია არაფერზე არ აქვს, მცირე შინაგანი რეფლექსების გარდა.