ავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილზე | არიან დაშავებულები

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სავარაუდოდ 2 ავტომანქანა შეეჯახა. მათგან ერთი ტაქსია. “მთავარი არხის” ვებგვერდისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაზიანებული მანქანებიდან ადამიანების გადმოსაყვანად სამაშველო დახმარება გახდა საჭირო. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.