გოოლ! საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან იგებს – ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოს

ოთარ კიტეიშვილმა საქართველოს ნაკრები დააწინაურა – მონტენეგროსთან ამხანაგურ მატჩში ანგარიში ჩვენმა ქვეყანამ გახსნა და პირველი გოლი კიტეიშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს უპირისპირდება.

ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობაა:

მამარდაშვილი
კაკაბაძე
კაშია
გველესიანი
დვალი
ქოჩორაშვილი
შენგელია
ჩაკვეტაძე
კიტეიშვილი
კვარაცხელია
მიქაუტაძე

ჩვენმა გუნდმა ავსტრიაში საწვრთნელი შეკრება დაასრულა, 8 ივნისს გაინბერგში ივარჯიშა და მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატამდე ერთადერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.