სოციალურ ქსელში ავტობანზე არსებული ვითარება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. სავარაუდოა, რომ კილომეტრიანი საცობის მიზეზი დღეს რიკოთზე განვითარებული რთული ვითარებაა.
მე შეგახსენებთ, რომ რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც მანქანა მოიყოლა – მოქალაქეების ინფორმაციით, სტიქიის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.
“უკვე 1 საათია, უზარმაზარ საცობში ვარ, რადგან რიკოთზე მეწყერი ჩამოწვა 10 წუთიანი ზაფხულის თქეშის გამო.
ცრემლებს ძვლივს ვიკავებთ, რომ ვაიდა ამდენმა ცრემლმა კიდევ სადმე არ ჩამოაწვინოს მიწა ამ გატკიცინებულ, ზეხარისხიან და უმდგრადეს გზაზე,” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.
პარალელურად, რიკოთის უღელტეხილიდან გავრცელდა არაერთი ვიდეო, სადაც ძლიერი წვიმის მძიმე შედეგებია ასახული.