„პრაიმჰაუსის“ მონაწილე სალომე კაპანაძე მისი და გიორგი დიასამიძის სასიყვარულო ურთიერთობაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:
„ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდა, რაც პროექტი დასრულდა, დაახლოებით ერთი თვეა. ვხვდები, რომ ეს ადამიანი ჩემია. პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან გამომდინარე, იმდენად საჯარო და მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, ვაპირებდი და სულ ვამბობდი, თუ ისევ ურთიერთობას დავიწყებ, რა უნდა მოხდეს, რომ საჯაროდ გამოვიტანო – მეთქი (იცინის). მაგრამ ვფიქრობ, დამალვას აზრი არ აქვს. სანამ ჭორები აგორდება, მირჩევნია, სიმართლე ჩემგან გაიგოს საზოგადოებამ.
ენერგეტიკულად ჩემი ადამიანია, ერთი ხასიათის ვართ და დამთხვევაა, რომ ორივე 5 თებერვალს დავიბადეთ, მერწყულები ვართ, თუ ასტროლოგიური კუთხით შევხედავთ, არც ისეთი მარტივი ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენ შორის, მაგრამ ხასიათები, ინტერესები ერთნაირი გვაქვს.
ამდენი ხნის განმავლობაში ხომ მოვდივარ მებრძოლი და ძლიერი ქალის სახელით, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ დიასას გვერდით, თითქოს მოვდუნდი. ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, როცა ის ჩემ გვერდითაა, ცოტა ხნით მოვდუნდე, ვიყო მშვიდად და აღარ ვიყო ძლიერ და მებრძოლ ქალობაზე ორიენტირებული…“, – ამბობს სალომე კაპანაძე.