როგორც აღმოჩნდა არჩევნების ციებ-ცხელების დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დროს ოჯახთან ერთად ატარებს. საქართველოში არჩევნებისთვის ჩამოსული ბერა ივანიშვილი ამჯერად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნბეის” საპატიო თავმჯდომარე შვილიშვილებთან ერთად არის გადაღებული.
მილიარდერის შვილები, წლებია რაც საქართველოში არ ცხოვრობენ. ბერა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ბრაზილიაშია. პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ბერა ივანიშვილი მეუღლე ნანუკა გუდავაძესთან და უფროს შვილთან, ბერუკასთან ერთად სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბერას მუსიკალური კარიერა უნდა აეწყო. მოგვიანებით წყვილი ბრაზილიაში გადავიდა, სადაც ორი წელი გაატარეს და სწორედ იქ შეეძინათ მეორე შვილი, დადუ ივანიშვილი.