აბუ-დაბიში, UFC 308-ს ფარგლებში ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრისთვის ჩხუბში განცდილი მარცხის შემდეგ მაქს ჰოლოუეიმ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ილიამ ვერაფრით გამაკვირვა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ იმაზე ძლიერად დამარტყა, ვიდრე ვიფიქრებდი. ქედს ვიხრი. არანაირ გამართლებას არ ვეძებ, საჩხუბრად გავედი ოქტაგონზე, ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ მან მაჯობა. კარგად ვიყავი მომზადებული, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე, არანაირი ტრავმები… დავბრუნდები. მეგობარო, იმედია, მალე ისევ შევხვდებით“ – განაცხადა ჰოლოუეიმ.