(VIDEO) მიშა ანდღულაძის ვიდეოს საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა – რა განცხადება გაავრცელა მსახიობმა?

სოციალურ ქსელში მსახიობის და იუმორისტის მიშა ანდღულაძის სკანდალური ვიდეო ვრცელდება, სადაც იგი ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოზე ჯვარზე საუბრობს.

„განსაკუთრებით ბევრი ჯვარი მხვდება ქალაქში. აი, რაღაც უცნაურ ადგილებში აღმართული და დასობილი ჯვრები, რაც ნიშნავს არ ვიცი. რამე აქციაა?

აი მაგალითად, ერთ-ერთი ჯვარი არის შუქნიშნის გადასვლელთან და ვერ ვიგებ რატომ არის აქ უფრო დაცული ხარ? ქრისტიანების გადასასვლელია თუ რატომ არის. ვერ გავიგე რა უნდა ამ ჯვარს?“, – ამბობს მიშა ანდღულაძე.

ანდღულაძის ვიდეოს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.