საქართველოს საციგაო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ქუმარიტაშვილი გარდაიცვალა .
ინფორმაციას საქართველოს საციგაო სპორტის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს
“ღრმა მწუხარებით ვაზიარებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების პრეზიდენტისა და მწვრთნელის ვლადიმერ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ტრაგიკულ ცნობას. ამაყმა, ბაკურიანელმა გააგრძელა ოჯახის სპორტული მემკვიდრეობა, რომელმაც სამი თაობა გადააჯაჭვა. ფელიქს ქუმარიტაშვილის ვაჟმა, ვლადიმერმა ტრადიცია ურყევი თავდადებით განაგრძო. მისმა წვლილმა არა მარტო ჩამოაყალიბა ქართული საციგაო სპორტის მომავალი, არამედ გრძელვადიანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო საზოგადოებაზე”
ნათქვამია საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის სამძიმარში.
ვლადიმერ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე უისტლერის ტრასაზე საკვალიფიკაციო დაშვების დროს ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილი იყო