სინამდვილეში რატომ სცემა ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის ბავშვი

ბათუმში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის თამარ მესხიძის განცხადებით, ცეკვის მასწავლებელი, რომელმაც 12 წლის მოზარდს სცემა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.“პედაგოგმა იძალადა მოსწავლეზე. ეს ფაქტი იმ დღეს არ გახმაურებულა. მეორე დღეს, როგორც მე გავიგე, სამსახურში ამ დროს არ ვიყავი, საღამო იყო, მოვიდნენ მშობლები, მოხდა ინციდენტი, მოხდა პოლიციის გამოძახება და სწორედ ამ დროს შევიტყვე ფაქტის შესახებ.

ამოღებულია მასალები, სადაც ვიხილეთ ის, რაც გუშინ გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში. დავსაჯეო და დასჯის ფაქტი ვნახეთ. ეგრევე გაფორმდა ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ,” – განაცხადა თამარ მესხიძემ.

თავად მასწავლებელი მომხდარს ნანობს და ბოდიშს იხდის. 

„ცუდი ფაქ­ტი მოხ­და. ბო­დიშს ვიხ­დი, ვი­ნა­ნი­ებ, მაგ­რამ მა­ინც მაქ­ვეყ­ნე­ბენ… არ ვიცი, რა გი­თხრათ.. ეს ბავ­შვი მე­ო­რე ბავ­შვს სცემ­და და ამა­ზე გავ­ღი­ზი­ან­დი, წა­მო­ვარ­ტყი, ეს არის. არ ვიცი, ეს რო­გორ და­მე­მარ­თა, არას­დროს ბავ­შვზე ხელი არ ამი­წე­ვია. დედა ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, ალ­ბათ ამი­ტომ ვერ შე­ვი­კა­ვე თავი. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნე, კი… ამბობს ქორეიგრაფი საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-სთან“