ცნობილი წინასწარმეტყველების, ნოსტრადამუსისა და ვანგას ყოველწლიურ პროგნოზებს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი ელოდება, რადგანაც, მათი წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი საოცარი სიზუსტით ახდა…
2025 წლისთვის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება ნამდვილად საყურადღებოა.
მიგრაცია
“შავი ღრუბელი დაიძრება იქითკენ, სადაც მზე ამოდის. დიდი მიგრაცია მოდის.” – მკვლევრები თვლიან, რომ საუბარი მსოფლიო პოლიტიკის ცენტრის ცვლილებაზე და მუსლიმებისა და აზიელების მასობრივ მიგრაციაზეა. ევროპა ძველ დიდებას დაკარგავს და იაპონია ტექნოლოგიური პროგრესის ცენტრი გახდება.
შიმშილი და ეკოლოგიური კატასტროფები
ნოსტრადამუსმა იწინასწარმეტყველა, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდზე გაცილებით მეტი გახდება, რის გამოც შიმშილი და ეკოლოგიური კატასტროფები გარდაუვალია. ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, ხალხი არა მხოლოდ საკვებისა და წყლის ნაკლებობას, არამედ ელექტროენერგიის სერიოზულ პრობლემებსაც იგრძნობს.
რელიგიური კონფლიქტები
ნოსტრადამუსმა დაწერა: “ეს წელი უფრო რთულია, ვიდრე წინა წელი იყო ეკლესიისთვის, რომელიც ღვთის გარეშეა დარჩენილი.” – მკვლევარებმა მისი ეს ფრაზა განმარტეს, როგორც ქრისტიანებსა და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს შორის გარდაუვალ კონფლიქტზე და თავად რელიგიის შიგნით დაპირისპირებაზე. დავის ეპიცენტრად კი პალესტინიდან პორტუგალიამდე ტერიტორია დასახელდა.
ოქროს ეპოქა ქვეყნებისათვის
ფრანგმა ალქიმიკოსმა დაინახა ასევე ისიც, რომ ქვეყნებს, სადაც სლავები ცხოვრობენ, ომები, ეკოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები ელოდებოდათ. მაგრამ, მისი თქმით, 2025 წლიდან ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. 2025 წელს მერწყულის ხანა იწყება, ეს კი ადამიანური სიგიჟის დასასრულად ითვლება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებას უკავშირდებოდეს.
ბულგარელი წინასწარმეტყველი ვანგა, 2025 წელს დასასრულის დასაწყისად თვლიდა… ვანგას პროგნოზში წერია, რომ დედამიწაზე აპოკალიფსი სწორედ 2025 წლიდან დაიწყება. მისი თქმით, “ევროპაში მომხდარი კონფლიქტები” კონტინენტის მოსახლეობის უმეტესობას გაანადგურებს.
ნათელმხილველმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2033 წელს პოლარული ყინულის დნობა მთელ მსოფლიოში ზღვის დონის მკვეთრ აწევას გამოიწვევს. 2130 წელს ადამიანი უცხოპლანეტელებს დაუკავშირდება, 2170 წელს გვალვა მსოფლიოს დიდ ნაწილს გაანადგურებს. 3005 წელს დედამიწა მარსზე ცივილიზაციას შეებრძოლება, 3797 წელს კი ადამიანს მოუწევს დედამიწის დატოვება, რადგან ის საცხოვრებლად უვარგისი გახდება… სამყაროს საბოლოო აღსასრული კი 5079 წელს მოხდება. როგორც New York Post წერს, ნათელმხილველის პროგნოზის მიხედვით, 2025 წლიდან დაიწყება ის მოვლენები, რაც საბოლოოდ მსოფლიოს განადგურებამდე მიიყვანს…
ვანგას წინასწარმეტყველების თანახმად, 2025 წელს ევროპაში ტერორისტული თავდასხმები გაძლიერდება, ბიოლოგიური ომის საფრთხე შეიქმნება და შესაძლოა, სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეც დადგეს.
ვანგას პროგნოზს მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი ენდობა. მას ისეთი ისტორიული მოვლენების წინასწარმეტყველებას მიაწერენ, როგორებიცაა, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი და დასასრული, ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, პრინცესა დიანას გარდაცვალება, 11 სექტემბრის ტერაქტი, 2020 წლის პანდემია და სხვა.
mshoblebi.ge