ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა, რომლებიც მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ისინი მთაზე თოკებიდან მოწყდნენ.
არსებული ინფორმაციით, ცხედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოასვენეს.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.