პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს ავტომანქანების იმპორტიორი კომპანია “მათე-მოტორსი”-ს დამფუძნებელმა გელა ბარკალაიამ ავტომანქანა გადასცა. გარდა ამისა, ბარკალაიამ ოჯახის სახელით მას უსახსოვრა სამახსოვრო საჩუქრები: “კარტიე”-ს ფირმის სათვალე, მაისური მისი ინიციალებით და მაცხოვრის ხატი, რომელიც მისი ცნობით, ციხეში, ხელით არის დამზადებული.
ვახტანგ ახობაძის სევდიანი ამბის გავრცელების შემდეგ, როდესაც მას აეოპორტში არავინ დახვდა და სახლამდე ავტობუსით წავიდა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას კომპანია “ეპიზოდ დევლოპმენტმა” ბინა აჩუქა, კომპანია “გალფმა 10 ათასი ლარი”, ხოლო დღის ბოლოს, კომპანია “მათე-მოტორსმა” ავტომანქანა. პარალელურად ქართველმა ემიგრანტებმა თანხის შეგროვების აქცია წამოიწყეს და უკვე 6000 დოლარამდე შეაგროვეს.