დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა, – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, მამაო სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.ცნობილია, რომ გასულ წელს, კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის მანძილზე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამაო თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა…