ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ვაჟა გეგელაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ქართულ ემიგრაციას გამოაკლდა ღირსეული მამულიშვილი ვაჟა გეგელაშვილი. სამშობლოსთან 24-წლიანი განშორების შემდეგ უბრუნდება მონატრებულ მშობელ მიწას. გამოსამშვიდობებელი პანაშვიდები გაიმართება სამშაბათს, 20 აგვისტოს 7-10pm და ოთხშაბათს, 21 აგვისტოს 4-8pm. მისამართი: Big Apple Funeral Services, 323 ave U, Brooklyn, NY 11223″, – წერენ „ფეისბუქში“.