მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში აჩიკო ბერიძის კონცერტიდან ერთ-ერთ მონაკვეთს გვიზიარებს, რა დროსაც აჩიკომ სიმღერა მეგობარ ლევან კბილაშვილს და ლაშა გოგიაშვილს მიუძღვნა.
აღნიშნულისთვის ლევანის დედა აჩიკოს მადლობას უხდის და მას წარმატებები უსურვა.
„საღამოს, ეთერში გასვლის შემდეგ დავურეკე აჩიკოს თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ავღრიალდი, ისიც ავატირე, ვერაფერი მითხრა, არც არაფერია სათქმელი.
სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიო, ღირსება ყველაზე ძვირფასი რამაა ადამიანისთვის.
ღირსეული და კარგი კაცი ხარ ჩემო აჩიკო იმიტომ რომ, იცი ნამდვილი მეგობრობის და მეგობრის ფასი ვერ ვუსმენ და არ ვიცი რა სიმღერა მიუძღვენი ლევანიკოს და ლაშიკოს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შენს საღამოზე აუცილებლად იქნებოდნენ და ალბათ იქიდან შენთან ერთად მღეროდნენ.
წარმატებები ჩემო აჩი “, – წერს მელიტა ფურცელაძე.