“მთელი სიჩქარით ელექტრობოძს დაეჯახა… ბიჭი ადგილზე დაიღუპა”- სად დატრიალდა და რამ გამოიწვია საშინელი ტრაგედია?

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში  ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე. „გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პირი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა ელექტრობოძს დაეჯახა. 

როგორც “გურია ნიუსისთვის” ცნობილია, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, მოტოციკლეტისტი გარდაცვლილი დახვდა.

„გურია ნიუსი”