მე-12 კლასელი გოგონა კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა – რას ამბობენ ექიმები მის მდგომარეობაზე?

რუსთავში კორპუსიდან გადმოვარდნილი 17 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც “კლინიკა რუსთავის” პრესსამსახურში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტს დღეს ოპერაცია ჩაუტარდება.

“ზოგადი მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილიზაცია არის. დღეს იგეგმება ოპერაციის ჩატარება”, – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორ ჩაივლის ქირურგიული ჩარევა, “ინფო რუსთავი” მოგვიანებით აღნიშნულ ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 მაისს, 21-ე მიკრორაინში საცხოვრებელი კორპუსიდან გოგო გადმოვარდა.