წარმოშობით სოხუმელმა, მოჭიდავე თორნიკე კვიტატიანმა, რომელიც რუსეთში, მუსიკალურ შოუში “ახალ ხმაში”-ში 2016 წელს გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა, ამჯერად ერთ-ერთ რუსულ გადაცემაშიც მიიწვიეს, სადაც ქართული სიმღერა “ჩიტო-გვრიტო” იმღერა და წამყვანებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა.
Ambebi.ge-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში თორნიკე ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთში გაიზარდა, მან ქართული ძალიან კარგად იცის.
“ომის დაწყების დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დავიბადე. სოხუმის აღების შემდეგ, ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადმოვიდა. მშობლებს ეგონათ, რომ უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ ჩავრჩით რუსეთში. მოსკოვში მივედი ბაღში, სკოლაც აქ დავამთავრე, უნივერსიტეტიც. ვჭიდაობ რუსეთის ნაკრების სახელით. მოკლედ, დავრჩი რუსეთში.”